Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის 38ბ (სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ)

მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე პასუხი;
** ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მონაცემთა ბაზის ფორმირება, გამოყენება Remarketing-ის მიზნით;
** CRM-ისათვის მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** ზარების სპეციალურ პროგრამაში მონაცემების ასახვა.

მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2026 წლის 27 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სატელეფონო ცენტრის ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე