Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720972&print=yes&view=jobs
 
ტენდერი კოსტერების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კოსტერების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
თანდართული ფაილი: 720972_coasters_4703604.zip
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:

ნომრით #-EF-GE/861
დანიშნულება: კოსტერების შესყიდვა;

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით და რაოდენობით;

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

** მომწოდებელი ვალდებულია წარადგინოს ნიმუში შემოთავაზებულ პოზიციაზე;
** ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე: სოფელი ნატახტარი, ლუდსახარში ნატახტარი 10:00-დან 18:00-მდე.
** სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური მახასიათებლები არის ძირითადი, თუმცა გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
** ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
** შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის და ნიმუშის გათვალისწინებით.
** სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული რაოდენობები არის სავარაუდო, რომელთა შეკვეთა განხორციელდება წლის განმავლობაში, პერიოდულად.
** მოწოდების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული.
** გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასი.
** გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის შემდგომ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ტენდერით გამოცხადებული შესასყიდი რაოდენობა არის მიახლოებითი და სს "ლომისი" არ იღებს პასუხისმგებლობას სრულად შესყიდვაზე!

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 13.05.2026 - 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 20.05.2026 - 18:00.

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

მეგი მაისურაძე
ელ. ფოსტა: megi.maisuradze@ge.anadoluefes.com; tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია