Робота для біженців з України
მოწვეული ლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეული ლექტორი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 23 მაისი
თანდართული ფაილი: 720966_Attachment_3588095.zip
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებით:

1. ქართული ენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ქართულ ფილოლოგიაში ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სწავლის სფეროში (მაგალითად, ზოგადი ენათმეცნიერება, გამოყენებითი ენათმეცნიერება, ქართველური ენათმეცნიერება);
** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: hr@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების;
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
** ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
** ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
** სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება;
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 13 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას და კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; hr@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171 ; ტელ: 032
2 000 171
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე