Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: Askaneli Falestra
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ;
სამუშაო საათები: 5/2 (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე);
სამუშაო საათები: 11:00 - 20:00 სთ;
ანაზღაურება: 1500 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
** პროდუქტების წინასწარი დამუშავება (დაჭრა, გასუფთავება, პორციებად განაწილება);
** სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის დაცვა;
** სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის სწორად გამოყენება;
** პროდუქტების შენახვისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** მზა კერძების გაცემაში მონაწილეობა;
** მარაგების კონტროლში დახმარება და საჭირო პროდუქტების დროული შევსება;
** მზარეულის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კვება;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) იმეილზე: askanelifalestra.hr@gmail.com

სათაურის ველში (subject)-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე