|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
Green Palace Kutaisi
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე!
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 26 სტანდარტული და 3 პრემიუმ კლასის ნომრით, ბარ-რესტორნითა და ღია ტერასით.
მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი".
სამუშაო დრო: სტანდარტული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრებისა და შიდა სივრცეების დალაგება-დასუფთავება;
** დასუფთავებასთან დაკავშირებული დაგეგმილი დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ჩაბარებული და სასტუმროში არსებული ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა
** ჩაბარებული აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა;
** სასტუმროს თეთრეულის აღრიცხვა, სამრეცხაოში გაგზავნა-მიღება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და დახმარების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დიასახლისი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში გამოცდილებას;
** სასტუმროს ბიზნესისა და მისი სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: 900 ლარი
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:
greenpalacekutaisi2025@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
+995 599 71 32 27.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|