|
დასახელება:
დროებითი მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ემტექნიკსი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაზე.
შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას დროებითი მძღოლის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პასუხისმგებელი პირის მიერ გადაცემული ტექნიკის რაოდენობრივ სისწორეზე პასუხისმგებლობა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
** უსაფრთხო გადაადგილების/მიწოდების უზრუნველყოფა კომპანიის შოურუმებსა და მომხმარებლის და დილერის ლოკაციაზე;
** უსაფრთხო ოპერირება და სიჩქარის შეზღუდვის, პარკირებისა და სხვა წესების დაცვა;
** სატრანსპორტო საშუალების მექანიკური გამართულობის შემოწმება სატრანსპორტო საშუალების დაძვრამდე და საწყობის მენეჯერის ინფორმირება ტექნიკის გამართულობის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ სატრანსპორტო საშუალებაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება (განხორციელებული ხარჯის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა);
** დატვირთვის/ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობის აღება მიბარებულ პროდუქციაზე;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** აპლიკანტი იყოს 25 წელს ზემოთ (დაზღვევის მიზნებიდან გამომდინარე);
** B/C კატეგორიის მართვის მოწმობა 5-წლიანი გამოცდილებით;
** ნასამართლობის/ნარკოლოგიურის ცნობები.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი - 1800 ლარი;
** დაზღვევა;
** ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დამატებითი ანაზღაურება.
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 6 სამუშაო დღე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** შაბათს - 10:00-დან 15:00 საათამდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@midea.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 960129 2026 წლის 30 მაისამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: გასაუბრება.
მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობითა და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსენებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ. ამასთანავე, ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.
აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
|
|
|
|