Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720934&print=yes&view=jobs
 
დისპეტჩერის დამხმარე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერის დამხმარე
მომწოდებელი: ემტექნიკსი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაზე.

შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის დამხმარის პოზიციაზე რუსთავში, სოფელ კრწანისში, გიგანტის დასახლებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მყიდველის შეკვეთების სორტირება მიწოდების ვადების შესაბამისად;
** საქონლის მიწოდებამდე 1 დღით ადრე მომხმარებლებთან ზარების განხორციელება: მიწოდების დროისა და სხვა პირობების შეთანხმება;
** შეკვეთების დარბაზში განთავსება, მისამართების დარბაზის საწყობზე გადმოტანა მიწოდების წინა დღეს;
** მიწოდების დღეს მისამართების დახარისხება და მანქანებზე / მძღოლებზე ოპტიმალურად გადანაწილება;
** ავტომანქანების მორიგეობის დაგეგმვა, კონტროლი; შვებულებებთან დაკავშირებით მენეჯერისთვის რეკომენდაციის გაცემა;
** მძღოლებისა და დამხმარეების ურთიერთ-ჩანაცვლების კონტროლი, შესაბამისი რეესტრის წარმოება, ბუღალტერიასა და ეიჩარ დეპარტამენტისთვის ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგი;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** მენეჯერის/მენეჯერის ასისტენტის მიერ დელეგირებული სხვა ვალდებულებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა, სასურველია (1C).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი - 1500 ლარი;
** კვების ანაზღაურება - 7 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 სამუშაო დღე - 10:00-დან 18:00 საათამდე;
** შაბათი - მოკლე სამუშაო დღე, 10:00-დან 15:00 საათამდე;
** ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge;

მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობითა და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.

მოგახსენებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ. ამასთანავე, ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.
აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია