|
დასახელება:
HVAC სისტემების დრაფტერი
|
| მომწოდებელი:
Saxon Management Services
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
საერთაშორისო საპროექტო კომპანია "Saxon Management Services", რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას HVAC სისტემების დრაფტერის პოზიციაზე.
აღნიშნული პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც სურს BIM/CAD გარემოში მუშაობა და HVAC სისტემების ტექნიკური მოდელირებისა და დოკუმენტაციის მიმართულებით განვითარება. დრაფტერი იმუშავებს Designers-ისა და Shaper-ის ხელმძღვანელობით.
ძირითადი მოვალეობები:
** HVAC სისტემების BIM მოდელებისა და/ან CAD ნახაზების მომზადება და განახლება;
** Revit-ში და/ან AutoCAD-ში HVAC სისტემების ნახაზების, განლაგებების, სქემებისა და ცხრილების მომზადება ინჟინრის/დიზაინერის მითითებების საფუძველზე;
** პროექტში განხორციელებული ცვლილებების მოდელსა და დოკუმენტაციაში ასახვა;
** კომპანიის გრაფიკული, მოდელირების და დოკუმენტაციის სტანდარტების დაცვა;
** Designers-ის მხარდაჭერა ტექნიკური დოკუმენტაციის დროულად და ხარისხიანად მოსამზადებლად;
** ყოველდღიური დავალებების შესრულება და მონიტორინგი კომპანიის CRM/სამუშაო მართვის სისტემაში.
ოპერაციული როლი:
** პოზიცია არის ტექნიკური/დრაფტინგის როლი და არ მოიცავს დამოუკიდებელ დიზაინ-გადაწყვეტილებების მიღებას;
** დრაფტერი ასრულებს მისთვის გადაცემულ ამოცანებს დიზაინერის ან პასუხისმგებელი პირის მითითებით;
** როლი მოითხოვს სიზუსტეს, პასუხისმგებლობას და ტექნიკური სტანდარტების დაცვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური ან საინჟინრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** Revit-ის და/ან AutoCAD-ის ცოდნა;
** HVAC სისტემების საბაზისო პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საინჟინრო/BIM გარემოში მუშაობის სურვილი და მოტივაცია;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და დავალებების დამოუკიდებლად შესრულების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** BIM გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** სამუშაო პროცესში სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@saxonms.com
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: HVAC Drafter / HVAC სისტემების დრაფტერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|