|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1700 ლარი (საწყისი), შედეგებისა და გამოცდილების შესაბამისად, ზრდის პერსპექტივით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტების და ინტერესების შესაბამისად;
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოების და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
** კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** პროდუქტის ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობების ფარგლებში ახალი დამატებითი პირობების მიღება;
** შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი. თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი;
** ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და ხარჯების კონტროლი;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციასთან;
** პერიოდული რეპორტინგის წარმოება და უშალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** RS.ge გამოწერილი ზედნადებების კონტროლი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა.
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** შესყიდვების სფეროში 2-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (არის სავალდებულო)
უნარ-ჩვევები:
** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული
გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: cv.managementhr@yahoo.com
|
|
|
|