|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** თვის დახურვის ოპერაციებისა და ნაშთების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების და მასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო ბაზაში;
** დებიტორ/კრედიტორების ვალდებულებების კონტროლი;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე;
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
** ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერტიფიცირებული კურსი.
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას.
პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** ოფისი მდებარეობს თბილისში
** აღწერების გაკეთება თვეში ერთხელ საჭიროა ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: achikhladze9@gmail.com
ვაკანსიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 13 08 39
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|