Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720875&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ოსტეო დენტაშოპი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
გსურს იმუშაო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტომატოლოგიურ კომპანიაში საქართველოში?

შპს "ოსტეო დენტაშოპი" აფართოებს გუნდს და ეძებს ამბიციურ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ სამედიცინო წარმომადგენელს ქ. თბილისში.

ჩვენ ვმუშაობთ თანამედროვე სტომატოლოგიურ ტექნოლოგიებთან, საერთაშორისო ბრენდებთან და ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან ექიმებთან და კლინიკებთან.

თუ გინდა:

** კარიერული და ფინანსური ზრდა
** პროფესიული განვითარება საერთაშორისო დონეზე
** ძლიერი გუნდის ნაწილი გახდე
** იმუშაო თანამედროვე, პროგრესულ გარემოში

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

რას მიიღებ ჩვენთან?

** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას
** გაყიდვების ბონუს სისტემას
** სრულად დაფინანსებულ ტრენინგებსა და კონგრესებს საქართველოში და საზღვარგარეთ
** რეალურ კარიერულ განვითარებას
** გამოცდილ მენტორებთან და პროფესიონალებთან მუშაობას
** მეგობრულ, თანამედროვე და მოტივირებულ გუნდს

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-18:00
** საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით)
** დამატებითი პრემიული სისტემა — გაყიდვების შედეგების მიხედვით
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე

შენი ძირითადი როლი იქნება:

** სტომატოლოგიურ კლინიკებსა და ექიმებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების განვითარება
** ექიმებთან ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნა
** ახალი პარტნიორებისა და შესაძლებლობების მოძიება
** ბაზრის აქტიური განვითარება

ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** არის კომუნიკაბელური და ენერგიული
** ორიენტირებულია შედეგსა და განვითარებაზე
** ფლობს მოლაპარაკების უნარებს
** პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს
** აქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან სამედიცინო სფეროში

როგორ შემოგვიერთდე?

გამოგვიგზავნე CV: info@dentashop.ge

სათაურში მიუთითე: "სამედიცინო წარმომადგენელი"

მეტი ჩვენ შესახებ:

http://www.Kbili.ge
https://www.facebook.com/dentashopgeo
https://www.instagram.com/osteodentashop/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია