Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720857&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: სამკაულების ბრენდი ეშვი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"ეშვი" 2012 წელს დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში დაარსებული საიუველირო ბრენდია, რომელიც თამამ ესთეტიკას ხალისიან დახვეწილობასთან აერთიანებს. სახელი "ეშვი" გადმოსცემს ჩვენს ექსცენტრულ დიზაინს, რომელიც თამამი ფორმებისა და უნიკალური ნაკეთობების მეშვეობით მომხმარებელს ანიჭებს თვითგამოხატვის თავისუფლებას.

გუნდისთვის მნიშვნელოვანია ინოვაცია, ისტორიის გადმოცემა და საიუველირო ინდუსტრიის განვითარება. კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეძებთ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია საიუველირო სფეროთი და სურს წვლილი შეიტანოს ბრენდის განვითარებაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ციფრული საკომუნიკაციო არხების ეფექტიან მართვას და განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok და სხვა) სრულყოფილი მართვა
** კონტენტ სტრატეგიის შემუშავება და კალენდრის დაგეგმვა
** გადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესში ჩართულობა
** კონტენტის შექმნა (იდეები, ფოტო/ვიდეო, რილსები), რედაქტირება და განთავსება
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია
** ვიზუალური სტილის (Feed) მოწესრიგება და განვითარება
** პოსტების განთავსება და პლატფორმების ყოველდღიური ადმინისტრირება
** შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხი
** ციფრული ტენდენციების მონიტორინგი და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება
** შესაბამისი პროგრამების (ფოტო/ვიდეო რედაქტირების) ცოდნა
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტიანი მართვა
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00
** დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიური გუნდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: info@eshvi.co.uk

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია