|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Chirifruit
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
"ჩირიფრუტი" არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ჩირებს, ჩურჩხელებსა და შოკოლადის პროდუქტებს, კომპანიაში ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება B2B მიმართულების განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კორპორაციული პარტნიორების მოძიება და მოზიდვა
** B2B გაყიდვების პროცესის მართვა
** სასტუმროებთან, კაფეებთან, ოფისებთან, ქსელურ და საცალო ობიექტებთან კომუნიკაცია
** კომერციული შეთავაზებების მომზადება
** მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის გაფორმება
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
** პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (B2B მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა
** ქართული ენის გამართული ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ და განვითარებად ქართულ ბრენდთან მუშაობას
** მეგობრულ და ენერგიულ გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
** საინტერესო პარტნიორებთან თანამშრომლობას
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე prchirifruit@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599730509 (მარი).
|
|
|
|