Робота для біженців з України
საგადასახადო აუდიტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგადასახადო აუდიტის ასისტენტი
მომწოდებელი: Kreston Georgia
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"Kreston Georgia", საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის "Kreston Global"-ის წევრი, აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000-1500₾ (Net), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა საგადასახადო აუდიტორულ პროექტებში, საგადასახადო აუდიტორის ინსტრუქციებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** საგადასახადო აუდიტის ფარგლებში ჩასატარებელი გაანგარიშებების მომზადება;
** დეკლარირებული მონაცემების ანალიზი და დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება;
** სხვადასხვა ტექნიკური და ანალიტიკური დავალებების შესრულება საგადასახადო პროექტების ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან/და ფინანსების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (განსაკუთრებით Excel-ში მუშაობის უნარი);
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სხვა ენები უპირატესობად ჩაითვლება);
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა (ACCA-ს ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად);
** 1 წლამდე გამოცდილება ფინანსურ/საგადასახადო სფეროში;
** საბუღალტრო პროგრამების (მაგ., Oris, Balance, Fina და სხვ.) საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მოტივაცია და განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს, ჰიბრიდული სამუშაო მოდელით;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროფესიულ გამოცდილებას;
** კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;
** უნივერსიტეტთან შეთავსებად გრაფიკს;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებსა და სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას.

შერჩევის პროცესი:

** I ეტაპი: ტესტირება (საგადასახადო კანონმდებლობა, ბუღალტერია, Excel)
** II ეტაპი: გასაუბრება (ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: tax.vacancy@kreston.ge. დასახელების ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია: საგადასახადო აუდიტის ასისტენტი

განცხადებები პოზიციის დასახელების გარეშე არ განიხილება

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე