Робота для біженців з України
გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
შპს "მირა" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 22 წელია და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა, გაგრილება, ელექტროობა, გენერატორების ევროპული ხარისხის პროდუქციას. კომპანია ახორციელებს როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობას და თანამშრომლობს საქართველოში წარმოდგენილ უამრავ კომპანიასთან.

შპს "მირა" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ.#126

მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** გაყიდვების გაზრდის სტრატეგიის შემუშავება, გაყიდვების გეგმის შედგენა, ანალიზი და კონტროლი;
** ახალი სავაჭრო ობიექტების/კლიენტების მოძიება/მოზიდვა და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება (შეხვედრა, პრეზენტაცია) გადახდის პირობების ჩათვლით, ქსელის მონიტორინგი, პოტენციური კლიენტისათვის არსებული პროდუქციის შეთავაზება;
** პარტნიორი ორგანიზაციების რაოდენობისა და პროდუქციის რეალიზაციის გაზრდაზე ზრუნვა;
** კონკურენტი კომპანიების პროდუქტებისა და ფასების შესწავლა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** გარე გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** პროგრამა 1C-ს ცოდნა (სასურველია);

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 სთ)
** დასვენების დღე: შაბათი და კვირა
** ანაზღაურება: 2000₾ ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დაგროვებით პენსიას
** გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@mira.ge, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.mira.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე