Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმანეტი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ფარმაცევტული კომპანია შპს "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენთან თითოეულ თანამშრომელს აქვს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ჩვენი უპირატესობაა მზარდი ანაზღაურება და ეფექტური საბონუსე სისტემა.

საწყისი ხელფასი: 3000 ლარიდან (დაუბეგრავი) ან ურთიერთშეთანხმებით პლიუს ბონუსები.

კომპანია სრულად უნაზღაურებს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით, გვაქვს სხვა წამახალისებელი ბენეფიტებიც რომელიც საინტერესო და სასიამოვნოს ხდის ჩვენთან თანამშრომლობას.

მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია;
** ბაზრის ანალიზი და მომწოდებელთა მონაცემების კვლევა შესყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად;
** პროდუქტის შეძენის სრული პროცესის მართვა და მონიტორინგი (კონტრაქტების გაფორმება, შეკვეთები, ტრანსპორტირება, პროდუქციის მიღება-ინვენტარიზაცია, განბაჟების პროცედურის მართვა);
** დოკუმენტაციის დამუშავება და რეგულარული რეპორტინგი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და კონტრაქტების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფარმაცევტული ან სამედიცინო უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის სრულფასოვნად ცოდნა (მინიმუმ b2 დონე) სასურველია რუსულიც;
** გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია ფარმაცევტულ სფეროში;
** შესყიდვების პროცესების, კონტრაქტების მართვის უნარი;
** ბაზრის ანალიზის, მომწოდებელთა მონიტორინგის და შესყიდვების დაგეგმვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის უნარები;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@pharmanet.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ფარმანეტის" მიერ;
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე