Робота для біженців з України
ქსელის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: ლუდის ჰაბი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "ლუდის ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: ხელფასის ოდენობა განისაზღვრება ხელზე ასაღები 2000-2500 ლარით, კომპეტენციიდან გამომდინარე.

პირობები და ბენეფიტები:

** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** საწვავით უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო-მატერიალური კონტროლი;
** აღწერების გაკეთება;
** შეკვეთების გაკეთება;
** მაღაზიების ადმინისტრირება;
** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა;
** ანალიზი და რეპორტინგი;
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** მაღაზიებისთვის საჭირო პროდუქციის შეკვეთების გაკეთება;
** მაღაზიებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** მაღაზიებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ავტომობილის ყოლა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: kakhakurasbediani@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ქსელის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე