|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
შოკოტელა
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
"შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვართ პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ შოკოლადის ნაწარმს.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** სამუშაო გარემოს მოწესრიგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 26 საათი)
ფიქსირებული ანაზღაურება: 700 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: info@chocotella.ge.
|
|
|
|