|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
აგროალან ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "აგროალან ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** იმპორტის დოკუმენტაციის წარმოება;
** რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
** ხარჯების ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მათი გადამოწმება;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება/გაგზავნა, საგადასახადო სამსახურთან კომუნიკაცია;
** საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების გასწორება/კონტროლი;
** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
** სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: operation@agroalangeorgia.com. გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".
|
|
|
|