Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720813&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაიკლენდი
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ.

"ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მოტო-ტექნიკის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** შოუ რუმში მოსული ვიზიტორებისათვის ტექნიკის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა / დემონსტრირება და გაყიდვების უზრუნველყოფა.
** გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად სოც. მედიასა და ელექტრონულ პლატფორმებზე სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისათვის ინვოისების მომზადება, მათ შორის საბანკო განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
** გაყიდულ პროდუქციაზე საგარანტიო ხელშეკრულებების მომზადება და გარანტიაზე მყოფი პროდუქციის აღრიცხვის წარმოება.
** შესაბამისი რეპორტების წარმოება.
** კორპორატიული მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

კომპეტენცია და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე
** ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი / გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ფიქსირებული ხელფასი შეთანხმებით + ბონუსი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bikeland.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია