|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
ელთიბი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ფურნიტურის საწყობის დამხმარე
მისამართი: თორნიკე ერისთავის N21
სამუშაო გრაფიკი:
** დღე, 09:50-დან 18:00 საათამდე;
** შაბათი: 09:50-14:00 საათი / ნახევარი დღე.
ანაზღაურება: 1230 ლარი (ხელზე ასაღები), შემდეგ მატება — 1325 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გასაცემი პროდუქციის მოგროვება;
** მიღებული პროდუქტის შემოწმება, აღრიცხვა და დასაწყობება.
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
2. წიბოს შემოკვრა
მისამართი: ერისთავის 21
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაჭრილი დეტალებისთვის წიბოს შემოკვრა;
** დაჭრილი დეტალების დასქელება, ანჯამის ბუდის ამოღება და სხვა დამატებითი მომსახურების გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე (ფიზიკურ სამუშაოზე) მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე ასაღები), გამოსაცდელი ვადის შემდეგ — 1740 ლარი.
3. ბრენდ მენეჯერი.
მისამართი: თორნიკე ერისთავის N21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:30-დან 18:30 საათამდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პორტფოლიოში შემავალი ბრენდების განვითარებაზე ზრუნვა;
** კომერციული ეფექტურობის ზრდა;
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** ახალი პროდუქციის შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება;
** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა.
განათლება/გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია 1C - ERP სისტემის ცოდნა.
4. ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერი.
როლი გულისხმობს ტექნოლოგიური ხედვის ჩამოყალიბებას, ინოვაციების დანერგვას და წარმოების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის თანაავტორობას, ადგილობრივი წარმოებისა და პარტნიორების გაძლიერების პარალელურად.
რას ველით კანდიდატისგან:
** ავეჯის წარმოების სიღრმისეულ ცოდნას და მასალების დამუშავების ტექნოლოგიებში თავისუფლად ორიენტირებას;
** ავეჯის მწარმოებლებისთვის არსებული სერვისების დახვეწისა და ახალი საწარმოო სერვისების განვითარების ინტერესს;
** კონსტრუირების პროგრამასთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას;
** ციფრული და არაციფრული ჩარხების შესაძლებლობების გააზრებულ გამოყენებას;
** ავეჯის დეტალების ტექნოლოგიურად სწორად მომზადების უნარს;
** სისტემურ აზროვნებას, მუდმივი განვითარების სურვილს და საქმისადმი ნამდვილ ინტერესს.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საწარმოო გარემოს;
** გრძელვადიან პარტნიორულ თანამშრომლობას და ჩართულობას კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში;
** საერთაშორისო ტენდენციების გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას უცხოელ პროფესიონალებთან;
** პროფესიონალურ გუნდს, მშვიდ და თავისუფალ სამუშაო გარემოში, სადაც იდეებს რეალური მნიშვნელობა აქვს.
5. შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო რისკების მართვის მენეჯერი
პოზიციის მიზანია: კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კომპანიაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მისამართი: თორნიკე ერისთავის N21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:30-დან 18:30 საათამდე.
ანაზღაურება: 1600 ₾ net, გამოსაცდელი ვადის შემდგომ მატება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების პრაქტიკაში გატარების უზრუნველყოფა და კონტროლი თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით;
** უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გეგმიური და პრაქტიკული ტრენინგების ჩატარება კომპანიის თანამშრომლებისთვის;
** მარეგულირებელი უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი და მართვა;
** შრომითი გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და საწარმოო-სანიტარული წესების შესრულება/კონტროლი.
განათლება/გამოცდილება:
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კვალიფიკაცია შესაბამისი სერტიფიკატით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge
გთხოვთ, სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|