|
დასახელება:
სუპერვაიზერი, პრისელერი
|
| მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
მზარდი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას, სუპერვაიზერისა (მენეჯერი) (იმერეთი-სამეგრელო-გურია) და პრისელერის (დასავლეთ საქართველო) თანამდებობაზე.
1. პრისელერი (დასავლეთ საქართველო)
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** მაღალ საბონუსე სისტემას
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს
** ანაზღაურება 2000-დან 2600 ლარამდე.
** საწვავის ხარჯს სრულად ანაზღაურებს კომპანია
** სამუშაო საათები : სრული განაკვეთი (კვირა დასვენება)
** ოფისის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება
** დასავლეთ საქართველოში არსებული სასურსათო ობიექტების კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (ბუნებრივ აირზე მომუშავე აუცილებელია)
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)
** კანდიდატი აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს ქუთაისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში
2. სუპერვაიზერი (მენეჯერი)
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** მაღალ საბონუსე სისტემას
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს
** ანაზღაურება 2000-დან 2800 ლარამდე.
** საწვავის ხარჯს სრულად ანაზღაურებს კომპანია
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (კვირა დასვენება)
** ოფისის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წელი გამოცდილება
** იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რაიონების კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)
** კანდიდატი აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს ქუთაისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების დინამიკური ზრდა;
** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
** გეგმების შესრულების კონტროლი;
** თანხის ამოღების კონტროლო;
** დაბრუნებების კონტროლი;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება;
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით, მხოლოდ სამუშაო საათებში: 579 32 55 05
CV გამოაგზავნეთ salecompany222@gmail.com-ზე ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).
|
|
|
|