|
დასახელება:
საუზმის მზარეული
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო აგავა
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
სასტუმრო "აგავა" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
მისამართი: აკაკი ბელიაშვილის 161, დიღმის მასივი.
ძირითადი მოვალეობები:
** დილის საუზმის მომზადება;
** სამზარეულოსა და სამუშაო ინვენტარის მილაგება და დასუფთავება
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა.
საჭირო უნარები:
** შვედური მაგიდის ორგანიზება, შევსება და ვიზუალური წესრიგის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** კვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მიდგომა.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე)
გრაფიკი: 6/1 (07:00-12:00)
დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 053887 ან გამოგზავნეთ CV: agavahoteltbilisi@gmail.com.
|
|
|
|