Робота для біженців з України
მოძრავი მერჩენდაიზერი საკუთარი ავტომობილით - გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე, გურიაში, საკუთარი ავტომობილით.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

https://www.bms.ge

პირობები:

** სამუშაო ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი. 11:00 - 18:00 სთ.
დასვენება: შაბათი-კვირა.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი 200 ლარი + მანქანის ცვეთის თანხა 150 ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლანoგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

Tel: 595 089796

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე