Робота для біженців з України
უფროსი გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბრავიტონი
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია — "ბრავიტონი", ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ულტრათანამედროვე საწარმოსთვის აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მშენებარე ობიექტებისა და პოტენციური კლიენტების მოძიება ქალაქსა და მის შემოგარენში;
** მშენებლებთან, დეველოპერებთან, არქიტექტორებთან და კერძო კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების პრეზენტაცია, მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტების ღირებულების დათვლა სპეციალიზებული პროგრამის გამოყენებით;
** წარმოების მენეჯერთან ერთად ობიექტზე გაზომვების პროცესში ჩართულობა და კლიენტთან კონსულტაცია;
** გაყიდვების მიმდინარე პროცესის წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;
** საწარმოო განყოფილებასთან კოორდინაცია შეკვეთების დროული და ხარისხიანი შესრულებისთვის.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სამუშაო გამოცდილება ალუმინის/მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ან მომიჯნავე სამშენებლო მასალების სფეროში;
** უცხო ენის (თურქული/რუსული/ინგლისური) ცოდნა სამუშაო დონეზე;
** კარ-ფანჯრების პროექტების დათვლის სპეციალიზებული პროგრამის ცოდნა ან სწრაფად ათვისების უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და მზადყოფნა ხშირი გადაადგილებისთვის ქალაქსა და მახლობელ ქალაქებში;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი, კომუნიკაბელურობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილური ხელფასი (ფიქსირებული + ბონუსი);
** სამუშაოსთვის საჭირო პირობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილზე უფასო კვება;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი [09:00 - 18:00]
სამუშაოს ადგილი: ბათუმი, ლეონიძის 25ა (ოფისი) | აეროპორტის გზატკეცილი 255თ (საწარმო)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@braviton.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "უფროსი გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე