|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ოპუს ბათუმი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
"Opus Batumi" არის პრემიუმ კლასის 120-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ რეზიდენციულ კომფორტს. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი სტანდარტის მომსახურება, სადაც თითოეული სტუმარი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ჯავშნების მართვა და მონიტორინგი PMS სისტემაში;
** სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის შესახებ;
** ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სტუმრების საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მათი მაქსიმალური კმაყოფილებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში (სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციებში ორიენტირებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: om@opusbatumi.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ადმინისტრატორი".
|
|
|
|