Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ოპუს ბათუმი
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
შპს "აია ქოლექშენ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი შესაბამის სფეროში
სფერო: სამშენებლო და სასტუმრო-სარესტორნო

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია;
** შემოსავლებისა და ხარჯების ყოველდღიური აღრიცხვა;
** ხელფასების, ბონუსებისა და შვებულების ანალიზი და ასახვა;
** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების და სხვა) მომზადება და წარდგენა;
** ინვენტარიზაციის და მარაგების კონტროლი, ხარჯვის ანალიზი;
** თანამშრომლობა აუდიტორთან და საგადასახადო ორგანოებთან საჭიროების შემთხვევაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრად სამშენებლო ან/და სასტუმრო-სარესტორნო სფეროში;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი მიდგომა სამუშაოს მიმართ;
** რუსული ენის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.

რას გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად;
** პროფესიული ზრდისა და გადამზადების შესაძლებლობა;
** თანამედროვე ოფისი და მეგობრული გუნდი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info.ayacollection@gmail.com.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე