Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720758&print=yes&view=jobs
 
ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ოპუს ბათუმი
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში და ვიწვევთ გუნდის წევრებს, რომლებიც მზად არიან არა მხოლოდ მართონ, არამედ ნულიდან ააგონ ეფექტური სისტემა და შექმნან მაღალი სტანდარტის სერვისი.

სასტუმრო "ოპუს ბათუმი" ეძებს ფრონტ ოფისის სუპერვაიზერს.

ძირითადი მოვალეობები:

** რეცეფშენის თანამშრომლების ზედამხედველობა და კოორდინაცია;
** სტუმრების მიღებისა და რეგისტრაციის პროცესის კონტროლი;
** რთული შემთხვევებისა და საჩივრების გადაწყვეტა;
** ჯავშნების, ნომრების განაწილებისა და დატვირთვის მართვა;
** ფინანსური ოპერაციების კონტროლი (ბილინგი, ანგარიშები, გადახდები);
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია (ჰაუსქიფინგი, ტექნიკური);
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სასტუმროს რეცეფციაში (მინ. 2-3 წელი);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრობლემის გადაჭრის უნარები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას პრემიუმ კლასის სასტუმროში;
** კონკურენტულ ანაზღაურებას — 2000 ლარი;
** შესაძლებლობას, სრულად გამოიყენოთ თქვენი მენეჯერული პოტენციალი;
** პროფესიულ ზრდასა და ძლიერ გუნდში მუშაობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: om@opusbatumi.com.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია