|
დასახელება:
მთავარი ბუღალტრის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ALDA & Brothers
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
კომპანია "ALDA & BROTHERS", რომელიც თბილისში ახორციელებს სარესტორნო სფეროში მომსახურებას აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.
სამუშაო მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის 42
ძირითადი მოვალეობები:
ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე:
** რეალიზაციების პროგრამული გატარება;
** შესყიდვების პროგრამული გატარება;
** ინვენტარიზაციის გაციფრულება (მიღებული შედეგების ექსელში შეტანა)
** ჩამოწერები (ობიექტიდან მიღებული ჩამოწერის დოკუმენტის პროგრამული გატარება)ყოველდღიურად;
** წარმოება (საწარმოში ნაწარმოები პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა)ყოველდღიურად;
** შესყიდვების დოკუმენტაციის, ზედნადებების, ხელშეკრულებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა და დაარქივება;
** გაყიდულ საქონელზე და შიდა გადაადგილებაზე ზედნადების გაწერა;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** კომუნიკაცია ოპერატორებთან და მენეჯერებთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (Fina);
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: info@aldabrothers.ge.
|
|
|
|