|
დასახელება:
IB კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
თანამედროვე განათლების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას IB კოორდინატორის ვაკანსიას.
ადგილობრივი IB კოორდინატორის (DP) როლი
IB კოორდინატორი (Diploma Programme - DP) არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია სკოლაში საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის დანერგვაზე, შესაბამისობის უზრუნველყოფასა და აკადემიური ხარისხის მართვაზე. იგი ასრულებს შუამავლის ფუნქციას სკოლასა და IB ორგანიზაციას შორის და კოორდინაციას უწევს სასწავლო გეგმას, შეფასების სისტემასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომუნიკაცია:
კოორდინატორი მოქმედებს როგორც პირდაპირი საკონტაქტო პირი IB ორგანიზაციასთან და უზრუნველყოფს ყველა პროცედურის, ვადის და ავტორიზაციის სტანდარტის დაცვას. ამასთანავე, იგი კოორდინაციას უწევს კომუნიკაციას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან - ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან, რაც უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიან დანერგვასა და განხორციელებას.
** აკადემიური ლიდერობა:
კოორდინატორი უზრუნველყოფს IB DP პროგრამის აკადემიური განხორციელების ხარისხიან დაგეგმვასა და მართვას. იგი კოორდინაციას უწევს სასწავლო პროცესს, უზრუნველყოფს სასწავლო გეგმის შესაბამისობას IB სტანდარტებთან და ხელს უწყობს სწავლა-სწავლების ეფექტიანი პრაქტიკების დანერგვას.
უზრუნველყოფს მასწავლებლებს რესურსებითა და პროფესიული მხარდაჭერით, აძლიერებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას გუნდში. ამასთან, ზედამხედველობს შიდა შეფასებების, საცდელი (mock) და საბოლოო გამოცდების პროცესს, უზრუნველყოფს შეფასების სანდოობასა და სამართლიანობას.
კოორდინატორი ასევე აანალიზებს აკადემიურ მონაცემებს და იღებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს პროგრამის ხარისხის გასაძლიერებლად.
** მოსწავლეთა მხარდაჭერა:
კოორდინატორი უზრუნველყოფს მოსწავლეთა აკადემიურ და პიროვნულ მხარდაჭერას IB DP პროგრამის ფარგლებში. იგი უწევს მენტორობას მოსწავლეებს პროგრამის ძირითად კომპონენტებთან დაკავშირებით.
კოორდინატორი ეხმარება მოსწავლეებს დროის ეფექტიან მართვაში, აკადემიური მიზნების დასახვასა და ინდივიდუალური სასწავლო გზის დაგეგმვაში.
შეფასება და გაუმჯობესება:
კოორდინატორი ხელმძღვანელობს IB შეფასების პროცესს და უზრუნველყოფს მის სტანდარტებთან შესაბამისობას. იგი აანალიზებს მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებს და მიღწევებს, რათა გამოავლინოს ძლიერი მხარეები და გაუმჯობესების საჭიროებები. მიღებული ანალიზის საფუძველზე, კოორდინატორი გეგმავს და ახორციელებს პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებს, თანამშრომლობს მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება:
კოორდინატორი გეგმავს და ორგანიზებას უწევს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას IB სტანდარტების შესაბამისად. იგი უზრუნველყოფს ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების სესიების ორგანიზებას, ასევე მხარს უჭერს მასწავლებლებს სწავლა-სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
პოზიციის მოთხოვნები და უნარები:
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
** იგი უნდა იცნობდეს პროგრამას. სასურველია ჰქონდეს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება.
** აუცილებელია ძლიერი ორგანიზაციული, კომუნიკაციური, თანამშრომლობითი, ლიდერული და ტექნოლოგიური უნარები.
პროფესიული განვითარება:
IBO-ს მოთხოვნის მიხედვით, კოორდინატორმა უნდა გაიაროს ავტორიზებული ტრენინგები.
კონკურსის ეტაპები:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
აპლიკანტმა CV (სასურველია მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავნონ ელფოსტაზე: info@cea.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - IB კოორდინატორი
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|