|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
G&A Group
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში მძღოლ-ექსპედიტორის( კატეგორია C) პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი (პროდუქციის მითვლა);
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირება და სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება ზედნადებით გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა;
** ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიაში განსაზღვრული წესების დაცვით.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორია. უპირატესობა მიენიჭება თუ ასევე ექნება C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მძღოლად მუშობის გამოცდილება;
** სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით: 591 16 91 23
|
|
|
|