Робота для біженців з України
მორიგე სანიტარი ფსიქიატრიულ სტაციონარულ განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე სანიტარი ფსიქიატრიულ სტაციონარულ განყოფილებაში
მომწოდებელი: ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას - მორიგე სანიტრის პოზიციაზე თბილისში, ფსიქიატრიულ სტაციონარულ განყოფილებაში.

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.

"ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები: სრული ან არასრული საშუალო განათლება.

ძირითადი მოვალეობები:

** სტაციონარის ტერიტორიაზე არსებული სივრცის დადგენილი წესით დასუფთავება;
** სეპარირებული ნარჩენების დადგენილი წესით გატანა;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** დასუფთავების ინვენტარის სწორად გამოყენება და უსაფრთხოდ შენახვა;
** სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** ემპათიურობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მორიგე სანიტარი თბილისში) ან დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე: 598 88 39 20.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა გრაფიკის მიხედვით.
მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე