Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720703&print=yes&view=jobs
 
პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (სრული)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია, მათთვის მორიგების პირობების და სასურველი გადახდის გრაფიკის შეთავაზება;
** პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** მსესხებლებთან (დებიტორებთან) ვალდებულების რესტრუქტურიზაციის შეთანხმება და გადახდების კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა.

საჭირო უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კონფლიქტის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuli.samsaxuri@bk.ru
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია