Робота для біженців з України
ფილიალის გაყიდვების ხელმძღვანელი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
კომპანია "ავტობანის" თელავის ფილიალში ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

** ფილიალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა, მაქსიმალური მოტივაცია და დისციპლინარული კონტროლი;
** სასაწყობე მარაგების მართვის კონტროლი;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია (საძიებო სისტემაში პროდუქციის სიზუსტით მოძიება);
** მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, პროდუქციის რეალიზაციის მიზნით;
** გაყიდული პროდუქციის შესაბამის პროგრამაში გატარების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული მომსახურებების, სერვისებისა და სხვადასხვა აქციების შესახებ ინფორმაციის მუდმივად ფლობა და მომხმარებლის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში;
** ავტომობილის კატალოგებთან (როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული) მუშაობა;
** გაყიდვების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა - რეკომენდაციების შემუშავება და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** გასაყიდი/მოძიებული პროდუქციის გადამოწმება და შემდგომი რეალიზაცია;
** ფილიალის სისუფთავის კონტროლი, ფილიალში არსებული სამეურნეო ხარჯების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტოინდუსტრიაში მსგავს პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თელავი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://autobani.selfrecruit.ge/s/HMY0

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე