Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720689&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მენეჯერი - ქუთაისი, ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
კომპანია: Ensana Health Spa Hotels
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური დეპარტამენტის მართვა და კონტროლი
** საინჟინრო და ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
** პრევენციული და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა
** უსაფრთხოების და ტექნიკური სტანდარტების კონტროლი
** ტექნიკური პერსონალის კოორდინაცია და მონიტორინგი
** ენერგო და რესურსების ეფექტური მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საინჟინრო სისტემების ცოდნა
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

კომპანიის ბენეფიტი:

** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: t.meladze@sairmeresort.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ტექნიკური მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია