|
დასახელება:
დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
მწვანე სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
"მწვანე სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
"მწვანე სკოლა" არის თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს უსაფრთხო, მრავალფეროვან და ინოვაციურ სასწავლო გარემოს. ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე იღებს ხარისხიან განათლებას, ხოლო მასწავლებლებს აქვთ პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა.
ჩვენ ვეძებთ დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელს, რომელიც შეუერთდება სკოლის აკადემიურ გუნდს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დაწყებითი საფეხურის განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** დაწყებითი საფეხურის აკადემიური პროცესის ეფექტურად მართვა
** მასწავლებლების მხარდაჭერა, პროფესიული განვითარების პროცესში ჩართულობა
** სასწავლო პროცესზე დაკვირვება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა
** მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და კეთილდღეობის მონიტორინგი
** მშობლებთან ეფექტური და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** უსაფრთხო, პოზიტიური და ინკლუზიური სასკოლო გარემოს მხარდაჭერა
** ყოველდღიური საორგანიზაციო პროცესებისა და სასკოლო პროცედურების მართვა
** სკოლის ადმინისტრაციასთან და ლიდერშიფ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება
** მენეჯერულ ან საკოორდინაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები
** გუნდური მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ცოდნა
** ლიდერული უნარები და განვითარებისკენ ორიენტირებული დამოკიდებულება
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამშრომლობით და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, ჩართული იყოთ სკოლის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancy@greenschool.org.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 მაისი, 2026.
|
|
|
|