Робота для біженців з України
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"მწვანე სკოლის" საბურთალოს კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება დაწყებითების, ჰუმანიტარული ან განათლების მიმართულებით;
** მასწავლებლად მუშაობის უფლება - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა/წარმართვა;
** თემატური გეგმების შედგენა;
** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greenschool.org.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე