Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ტექნიკის კომპანია
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
ტექნიკის კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის);
** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
** დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: technique.shop11@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მენეჯერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე