|
დასახელება:
პერსონალური მომსახურების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; უპირატესობა მიენიჭება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულების კურსდამთავრებულებს;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართული ვერბალური უნარები;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტების რეგისტრაცია კლინიკის შიდა პროგრამაში;
** პაციენტებთან გასაუბრება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სერვისის შეთავაზება;
** კლინიკის სერვისებზე ჩაწერლი პაციენტების კურირება (სერვისების მიღების ორგანიზება, დაგეგმარება, თანხლება).
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 06.06.2026-მდე ელ.მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|