Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720600&print=yes&view=jobs
 
სისტემური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: სისტემური ანალიტიკოსი
სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00სთ.

ძირითადი ფუნქციები:

** ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირება და ანალიზი დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders) კომუნიკაციის გზით;
** ფუნქციური და არაფუნქციური მოთხოვნების, სამუშაო პროცესების (workflows) და ბიზნეს წესების დეტალური დოკუმენტირება;
** UML და BPMN დიაგრამების გამოყენება ბიზნეს პროცესებისა და სისტემური ურთიერთობების ვიზუალური წარმოდგენისთვის;
** ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობა ეფექტური სისტემური გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და დიზაინისთვის, მათ შორის სექუენს დიაგრამების შექმნა;
** სატესტო სცენარების შემუშავება და ტესტირების პროცესში მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროდუქტის ხარისხი და მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** პროექტის მიმდინარეობისას ბიზნეს და ტექნიკურ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ახალი სისტემების დანერგვისა და არსებული სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომელიც აუცილებელია პოზიციის მიზნის შესრულებისთვის;

გამოცდილება:

** სისტემების ანალიზისა და დიზაინის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების მოდელირება და დოკუმენტირება BPMN სტანდარტების გამოყენებით;
** UML დიაგრამების (მათ შორის სექუენს დიაგრამების) შექმნის და მათი გამოყენების უნარი; • Agile/Scrum და Waterfall მეთოდოლოგიების ცოდნა;
** API-ებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., Postman-ის ან Swagger-ის გამოყენებით);
** SQL-ის ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტირების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად, Jira, Confluence);
** ენები: ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და ვერბალური);

დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: Scrum-ის სერტიფიკატები (მაგ., PSPO, PSM);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე.
** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11 ივნისი, 2026. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: სისტემური ანალიტიკოსი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია