Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მედ 11
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
შპს სასწრაფო სამედიცინო დახმარება "მედ-11" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორების პოზიციაზე:

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (10:00 - 18:00)
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე
ფორმატი: საოფისე (ადგილზე)
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი; ლუარსაბ ანდრონიკაშვილის #3

მოვალეობები:

** მომხმარებელთა ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა მაღალი სერვისის სტანდარტით;
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტისთვის;
** პაციენტთა რეგისტრაცია და შესაბამისი სამედიცინო ბრიგადების კოორდინაცია
** კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა
** მომხმარებელთა უკმაყოფილების ან პრობლემების ოპერატიული და პროფესიონალური მართვა;
** ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

მონაცემთა მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სამედიცინო მიმართულების სტუდენტი
** სასურველია მომხმარებელთა მომსახურების ან ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის ზოგადი უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარები; პრობლემური შემთხვევების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა.

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდგომ ელექტრონულ ფოსტაზე: info@med11.ge

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 12 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე