Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720571&print=yes&view=jobs
 
დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი/VIP მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი/VIP მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სს "Wizer დაზღვევა" აცხადებს არასიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის/VIP მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს VIP მიმართულებით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებთან ურთიერთობაზე, არასიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების გაყიდვასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** VIP და კორპორატიული კლიენტების მოძიება და მართვა;
** არასიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების გაყიდვა (ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა და სხვა);
** ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება კლიენტის საჭიროებების მიხედვით;
** მოლაპარაკებების წარმოება და პრეზენტაციების ჩატარება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი;
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (დაზღვევის სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია 1-2 წელი);
** VIP ან პრემიუმ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური და/ან რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებსა და მხარდაჭერას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პრემიუმ სეგმენტთან მუშაობის საინტერესო გამოცდილებას.

ანაზღაურება: 2000-2500 + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: წერეთლის 138, მედ კაპიტალის შენობა
სამუშაო გრაფიკი: სრული;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@wizer.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "Wizer დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@wizer.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322) 185 555.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "Wizer დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "Wizer დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია