Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720557&print=yes&view=jobs
 
დსთ მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დსთ მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Royal Express
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას დსთ მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმ. ხეივანი #19;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 -18:00;
** ანაზღაურება: 2.000-2.500 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი მაქსიმალური 15%
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
** კორპ. ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დსთ-ქვეყნების მიმართულებით ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველყოფა (იმპორტი/ექსპორტი);
** ავტომანქანის მოძიება / გადაზიდვის ფასის დადგენა;
** დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლების ბაზების წარმოება / განახლება;
** გადაზიდვის ვადების და მარშრუტების მონიტორინგი, ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური სტატუსების მომზადება;
** გადაზიდვის დეტალების პროგრამულად ასახვა / შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა სატრანსპორტო კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება დსთ ქვეყნების მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და ორგანიზებულობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@rexpress.net სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია