Робота для біженців з України
საწარმოს მესაწყობე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს მესაწყობე
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში მესაწყობის პოზიციაზე

მდებარეობა: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1600 ₾

ძირითადი მოვალეობები:

ნედლეულის მიმღების მოვალეობებია:

** საწარმოში სუნელების/დამხმარე ნედლეულის მიღება;
** საწარმოს განყოფილებებისთვის საჭირო რაოდენობის ყოველდღიური გაცემა;
** მასზე მიბარებული მარაგების სიზუსტისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული საჭირო აღრიცხვის წარმოება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** თვეში ერთხელ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღების მზაობა;
** ბუღალტრისა და ტექნოლოგის მითითებების შესრულება.

კომპანია უზრუნველყოფს:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო ფორმას;
** ერთჯერად კვებას;
** დილის საათებში მეტრო "სარაჯიშვილიდან" ტრანსპორტირებას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე