Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720554&print=yes&view=jobs
 
შიდა ოპერაციების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა ოპერაციების კოორდინატორი
მომწოდებელი: სამკაულების ბრენდი ეშვი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
ეშვი 2012 წელს დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში დაარსებული საიუველირო ბრენდია, რომელიც თამამ ესთეტიკას ხალისიან დახვეწილობასთან აერთიანებს. სახელი "ეშვი" გადმოსცემს ჩვენს ექსცენტრიულ დიზაინს, რომელიც თამამი ფორმებისა და უნიკალური ნაკეთობების მეშვეობით მომხმარებელს ანიჭებს თვითგამოხატვის თავისუფლებას.

გუნდისთვის მნიშვნელოვანია ინოვაცია, ისტორიის გადმოცემა და საიუველირო ინდუსტრიის განვითარება. კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეძებთ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია საიუველირო სფეროთი და სურს წვლილი შეიტანოს ბრენდის განვითარებაში. ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს შიდა პროცესების გამართულ კოორდინაციას და საოპერაციო მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალებთან და კონსულტანტებთან ყოველდღიური კომუნიკაციის კოორდინაცია
** შიდა საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა და გავრცელება
** სამუშაო ცხრილების ადმინისტრირება და განახლება
** ახალი პროცედურებისა და ცვლილებების შესახებ გუნდის ინფორმირება
** ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მართვა და მხარდაჭერა (General Support)
** გასაუბრებების დაგეგმვა და კოორდინაცია
** Shopify პლატფორმის ადმინისტრირება და მონიტორინგი
** მენეჯმენტის მხარდაჭერა საოპერაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში
** შიდა კომუნიკაციის ეფექტიანობის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე/ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მრავალ ამოცანასთან ერთდროულად მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Google Sheets და სხვა)
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროში ეფექტიანი მართვა

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** გრაფიკი: სრული
** კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00
** დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიური გუნდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე info@eshvi.co.uk და გთხოვთ Subject -ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია