Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მოდერნ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
შპს "მოდერნ ჰაუს" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამშენებლო სფეროში მუშაობა გაყიდვების კუთხით ჩაითვლება პრიორიტეტად.

მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების გეგმის შესასრულებლად სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების გაუმჯობესება, გასვლითი შეხვედრები და არსებული პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** ახალი მყიდველების მოძიება;
** მყიდველთა ბაზის შედგენა და შენახვა.
** ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ

ძირითადი მოთხოვნები:

** უნდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** ოპერატიული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

სახელფასო სარგო განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათი და შაბათს 10:00-15:00 საათი
ოფისის მისამართი: თბილისი, ქიზიყის 63

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით მეილზე hr@modernhouse.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე