Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720519&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. N24გ (გასვლითი ვიზიტები ობიექტებზე);
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** მონაწილეობას მსხვილ საინჟინრო-სამშენებლო პროექტებში;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

ძირითადი ამოცანები:

** ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
** სამუშაო ნახაზებისა და სამშენებლო დოკუმენტაციის მიხედვით პროცესების სწორი მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
** ობიექტზე შემოტანილი მასალების/ნაკეთობების, ტექნიკური პარამეტრებისა და ხარისხის (ხარისხის სერტიფიკატებთან, ასევე პროექტის და დამკვეთის მოთხოვნებთან და ა. შ.), პროექტთან, სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სამუშაოს მსვლელობისას დაშვებული გადახრების და დარღვევების მინიმალურ დროში აღმოჩენა, დასურათება და დოკუმენტირება;
** გადახრებისა და დარღვევების სრულად და სწორად აღმოფხვრის მონიტორინგი (დასურათება, დააქტება, დაარქივება);
** ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და შესაბამისი მითითებების მიცემა;
** სამუშაო გრაფიკის და ვადების დაცვის კონტროლი, დავალებების გადანაწილება საჭიროებისამებრ;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (ჟურნალები, აქტები, დანართები);
** სამუშაოების მიმდინარე სტატუსის შესახებ პერიოდული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელთან;
** კომუნიკაცია ტექნიკურ და საინჟინრო პერსონალთან, მასალის მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან;
** გეოდეზისტთან მუდმივი კოორდინაცია, გეოდეზიური გეგმარების და შენობის გეომეტრიული სიზუსტის კონტროლი;
** შემსრულებლების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
** შესრულებული სამუშაოების დადასტურება და ხარისხის შესაბამისობის დადგენა პროექტთან და მოთხოვნილ ტექნიკურ სპეციფიკაციებთან;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ფორმა N2-ის სიზუსტის კონტროლი, შემოწმება და დადასტურება;
** ობიექტის შესახებ საბოლოო ანგარიშის შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მშენებელი, ინჟინერი ან არქიტექტორი);
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან საზედამხედველო სფეროში;
** სამშენებლო სტანდარტებისა, ტექნიკური რეგლამენტების და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები: Microsoft Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ში მუშაობის მაღალი დონე (სასურველია AutoCAD-ისა და Microsoft Project-ის ცოდნა);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ვერბალური) უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი, CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: icm.ex.info@gmail.com

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი".

(გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

შენიშვნა:

პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია