Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720472&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე - მობილური გუნდისთვის

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** უზრუნველყოს მამომობილის გადაადგილება;
** ავტომანქანის ტექნიკურად გამართულობის კურირება.
** მამომობილის გადაყვანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ავტომანქანის მოძრაობის წესების მიხედვით უსაფრთხოდ მართვა და გადაადგილების ნებისმიერი წინასწარ დადგენილი მიმართულების დროულად განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში მინდობილი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის დაფიქსირებისთანავე/შესაძლო გაუმართაობაზე ეჭვის გაჩენისთანავე ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა B და C კატეგორიის. შესაბამისი სამუშაოს გამოცდილება არანაკლებ 3 წლიანი;

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gnsc.ge. ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეცვ. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია