Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720470&print=yes&view=jobs
 
გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ამბასადორი თრეველი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სავალდებულო მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება/მარკეტინგი) განხრით;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).

უპირატესობად ჩაითვლება:

** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა.
** სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია;
** კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება;
** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია;
** ტურისტული პაკეტეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება;
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
** კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება;
** ინვოისების მომზადება და რეპორტინგი.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისუნარიანობა/სისხარტე.

კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:

** სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა;
** კვებას დღეში ერთხელ;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია