Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი - ღონისძიებების მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი - ღონისძიებების მიმართულება
მომწოდებელი: მოზაიკა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"მოზაიკა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პროექტების მენეჯერი - ღონისძიებების მიმართულება.

ძირითადი ფუნქციები

** ღონისძიებებთან დაკავშირებული პროექტის მართვის გაიდლაინის შემუშავება და განახლება;
** შემოსული ბრიფების დამუშავება, ღონისძიების კონცეფციის შემუშავება გუნდთან ერთად;
** კონტრაქტორებთან ურთიერთობა, ახალი მომწოდებლების მოძიება, პირობების შეთანხმება და შეფასება;
** პროექტის ბიუჯეტის მომზადება და მუდმივი მონიტორინგი;
** ადამიანური კაპიტალის განაწილება, როლების დელეგირება და შეფასება;
** სამონტაჟო/სადემონტაჟო გეგმის, სცენარის და თაიმლაინის უზრუნველყოფა;
** ნებართვების, ლიცენზიების, საავტორო უფლებების და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა;
** შეძენილი პროდუქციის/სერვისების დასაწყობება;
** კრიზისული სიტუაციის მართვის გეგმის შემუშავება და ოპერატიული მოგვარება;
** ღონისძიების შემდგომი სრული რეპორტის მომზადება: კმაყოფილება, ბიუჯეტი, ხარისხი, გაკვეთილები;
** გუნდის წევრების მოტივაცია, კომუნიკაცია, ადაპტაცია და განვითარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, მარკეტინგის, PR-ის ან მასკომუნიკაციის მიმართულებით)
** პროექტის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** 4+ წლიანი გამოცდილება პროექტების მართვაში,
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office პროგრამების ფლობა (Excel, PowerPoint)

უპირატესობა მიენიჭებათ ქვემოთ მოცემული გამოცდილების მქონე კანდიდატებს:

** ივენთების (კორპორაციული, კულტურული, გასართობი) მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავება კლიენტებთან ან მედიასთან
** ბრენდინგ/მარკეტინგ კომპანიაში ან სააგენტოში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები

** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თავდაჯერებულობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა
** შემოქმედებითი აზროვნება
** ორგანიზებულობა

ანაზღაურება: ფიქსირებული;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 მაისი, 2026.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ: მისამართზე: info@mozaika.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე